Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღე-დღეს ვიმუშავეთ პროექტის პორთფელიოს პრეზენტაციაზე .დღე დაიწყო წინარე მასალის გახსენებით.ვნახეთ შეფასების ფურცლების ნიმუშები.გავაკეთეთ ინდივიდუალურად  ჩვენი პროექტისთვის.მომეწონა პროექტის პრეზენტაციის ფორმები და შეფასების ფურცლები.მიჭირს სწრაფად მუშაობა ამიტომ ხშირად ვაგვიანემ დავალებების შესრულებას და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ხათუნას,რომ ხშირად ვაფერხებ მუშაობაში. ვეცდები გამოვასწორო მდგომარეობა. მადლობა საინტერესო და მიზანმიმართული ტრენინგების ,ეფექტურად ჩატარებისთვის.

Sunday, November 17, 2013

 .მადლობა საინტერესო დღისთვის. გავიგე როგორ შეიძლება პროექტზე მუშაობა, რაც აქამდე ვერ წარმომედდგონა და შეუძლემლად მეჩვენებოდა.ვიცი ბევრ სასურველ სამუშაოს გავაკეთებ ამ ტრენინგის დახმარებით ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო და მოლოდინს უკვე გადააჭარბა. მადლობა
მეორე დღე-  დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.გავიხსენეთ წინა დღე,გავაკეთეთ რეფლექსია.განვიხილეთ პროექტის გეგმები, სახვადასხვა აქტივობები,პროექტის პუნქტები, პასუხი გავეცით კითხვარს პროექტის ეფექტურობაზე. შევქმენით ბროშურები, რაც თავოსთავში მოიცავდა ბევრ დავალებებს. მე ვისწავლე სასურველი ინფორმაციის შენახვა საქაღალდეში, სურათების გადმოტანა და ა.შ.  მ ა დ ლ ო ბ ა.